დეკრიმინალიზაცია

სიეტლში ჰალუცინოგენური სოკოს მოხმარება და კულტივაცია დეკრიმინალიზდა

unsplash.com

სიეტლი ოფიცალურად გახდა აშშ-ს ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც ჰალუცინოგენური სოკოს მოხმარება და კულტივაცია დაშვებული გახდა არაკომერციული მიზნებისთვის. ქალაქის საბჭომ რეზოლუცია 4 ოქტომბერს მიიღო, რომლის მიხედვითაც დეკრიმინალიზდება რამდენიმე სახის ფსიქოდელური ნივთიერება - ჰალუცინოგენური სოკო, აიჰუასკა, იბოგაინი და მესკალინი, რომელიც პეიოტისგან არაა მიღებული.

სიეტლში უკვე გადადგეს დეკრიმინალიზაციისკენ ნაბიჯები და ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარება პატიმრობით აღარ ისჯება. ახალი რეზოლუცია კი მიზნად ისახავს დაიცვას ისინი, ვინც კულტივაციას რელიგიური, სპირიტუალური, სამკურნალო თუ პერსონალური განვითარების მიზნით ეწევა.

სოკოების რამდენიმე სახეობა პსილოციბინს შეიცავს, რომელსაც ჰალუცინოგენური მოხმარებისთვის იყენებენ.

2019 წელს აშშ-ს შტატ კოლორადოს დედაქალაქი დენვერი პირველი ქალაქი გახდა მსოფლიოში, სადაც ე.წ "ჯადოსნური სოკოები" დეკრიმინალიზდა.

ამგვარი სოკოები დიდი ხანია გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისთვის, თუმცა არაერთი სამედიცინო კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზმში პსილოციბინის რაოდენობის ზრდამ, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობა და დეპრესია გამოიწვიოს. 

2017 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებდა, რომ ცდისპირთა 47%, რომლებსაც კვლევის დაწყებამდე დეპრესია ჰქონდათ, პსილოციბინისგან 5-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, მკვლევარებს უფრო პოზიტიურ პასუხებს სცემდნენ.

კომენტარები