ლარის კურსი

60 მლნ-ს გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან რამდენიმე დღეა უფასურდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.22 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1433 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.34 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.6453 ლარი შეადგინა.

30 სექტემბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი დოლართან 0.39 თეთრით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ, ზედიზედ რამდენიმე დღეა უფასურდება. 

ლარი დოლართან გაუფასურდა 1-ელ და 4 ოქტომბერსაც, ასევე გაუფასურდა Bloomberg-ის სავალუტო სისტემაშიც.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3550 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2831 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 6 ოქტომბრიდან შევა.

2021 წელს სებ-მა ჯამში 220 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა აუქციონზე. 2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები