არჩევნები 2021

სენატორი რიში: ეს არჩევნები საქართველოში იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება

საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურების ჩატარებაზე. შეშფოთებული ვარ დაშინების და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით. არჩევნების მეორე ტურების ორგანიზებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც ეუთო-მ გამოკვეთა, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდის დროს არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია

აშშ-ს სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა

კომენტარები