Pandora Papers

ICIJ საიდუმლო ქონების მფლობელ პოლიტიკოსებს ასაჯაროებს, Pandora Papers-ის სიაში 1 ქართველია

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით შეკრიბა.

Pandora Papers-ის  სიაში საქართველოდან ერთი პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. გარდა ამისა, უკრაინიდან მოხვდა 38 პოლიტიკოსი, აზერბაიჯანიდან - 2, რუსეთიდან - 19. მასალები ჯამში 338 პოლიტიკოსს აერთიანებს.

ფაილების მიხედვით, იორდანიის მეფეს  £70 მილიონი ღირებულების ქონება აქვს დაგროვებული აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

გავრცელებულ ფაილებში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელსაც საიდუმლო ქონება აქვს მონაკოში. 

Pandora Papers-ში მოხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც კამპანიის პერიოდში თავისი წილის 25% ოფშორულ კომპანიაში თავის ახლო მეგობართან გადარიცხა. ის ახლა ზელენსკის მთავარ მრჩეველად მუშაობს. 

გამოძიებამ ასევე აჩვენა, როგორ ცდილობენ მდიდარი და ცნობილი ადამიანები სამართლებრივად კომპანიების შექმნას, იმისათვის რომ ფარულად შეიძინონ ქონება დიდ ბრიტანეთში. ფაილებმა  მსგავსი შესყიდვების უკან დაახლოებით 95 000 ოფშორული ფირმების მფლობელები გამოავლინა. BBC-ის მიხედვით, ეს ხაზს უსვამს ბრიტანეთის ხელისუფლების წარუმატებლობაზე, დაარეგისტრიროს ოფშორული ქონების მფლობელები, რაც მათ ფულის გათეთრების საშუალებას აძლევს. 

მაგალითად, ილჰამ ალიევის ოჯახი ჩართული იყო დიდ ბრიტანეთში დაახლეობით £400 მილიონიან ქონებრივ გარიგეგებში. 

"მსგავსი მასშტაბის საქმე არასდროს გამოაშკარავებულა. ეს გვაჩვენებს რეალობას, როგორ ეხმარება ოფშორული კომპანიები მდიდრებს ქონების დაფარვასა და გადასახადების არიდებაში". - ამბობს ICIJ-ის ჟურნალისტი.

ICIJ-ის გამოძიება 650- ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს და BBC და Guardian-თან ერთად დაახლოებით 12 მილიონ ფაილზე მოიპოვა წვდომა 14 ფინანსური სერვისის კომპანიებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთში, სინგაპური, შვეიცარია, საამიროები და სხვა. მოპოვებული ფაილებიდან დაახლოებით 6 მილიონი დაკუმენტია, 2 მილიონი ფოტოსურათი და მილიონი მეილი.  

კომენტარები