არჩევნები 2021

პრემიერი სააკაშვილზე: მეგის ქარდავას გაცნობა შემიძლია შევთავაზო, გვერდი-გვერდ სხედან

წამებაზე და ტანჯვაზე გამახსენდა, მეგის ქარდავა რომ ჩამოვიყვანეთ ჩემ დროს, მაშინ მინისტრი ვიყავი, მაშინ ძალიან გახმაურებული საქმეები გამოვიძიეთ, მათ შორის კასრების საქმეც და ეს ყველაფერი სამეგრელოში ხდებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, მიკვირს ზუგდიდმა რატო მისცა ხმა, ეს ცალკე უბედურებაა, რადგან თუ რამე უბედურება ხდებოდა, იმ მხარეში ხდებოდა ამ სადისტების მეშვეობით, ხალხს ჩაგრავდნენ. ამოუხსნელი ფენომენია, რატომ ხდება ეს და სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე შემიძლია საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის, გვერდი-გვერდ სხედან.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2017 წელს უკრაინაში დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანზე მეგის ქარდავაზე თქვა, რომ მას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებაც მხოლოდ პრესისგან იცის. 

კომენტარები