არჩევნები 2021

დეკანოიძე: ქუთაისმა ოცნება დაამარცხა, ბიძინას მოვუგეთ!

ქუთაისმა ოცნება დაამარცხა! თითქმის დავთვალეთ. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! ბიძინას მოვუგეთ!

წერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქუთაისში, ხატია დეკანოიძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხატია დეკანოიძე ქუთაისში ლიდერობს – 43.84%. ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს – 41.53%.

კომენტარები