არჩევნები 2021

მთავარის ეგზიტპოლი თბილისში, 17:00: ოცნება - 38.6%, ენმ - 33%, საქართველოსთვის - 7.6%,

ტაბულა

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 38.5% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 33%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 7.6%.

დანარჩენ პარტიებში ეგზიტპოლის შედგები 17 საათის მონაცემებით ასეთია:

  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 4.8 %
  • ლელო - 4%
  • ხალხისთვის - 2%
  • გირჩი - 1.6%
  • მოქალაქეები - 1.1%
  • ევროპული საქართველო - 1%
  • ლეიბორისტული პარტია - 1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 0,9%
  • მესამე ძალა - 0,8% 

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს თბილისში, IPSOS-ის მიხედვით, ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია 40.8%-ს აიღებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე - 40.2%-ს, საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია კი - 8.7%-ს.

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ეგზიტპოლი ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა ჩაატარა +/- 3% ცდომილებით.

კომენტარები