არჩევნები 2021

მელია: დანამდვილებით ვიცი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თბილისს ოცნება l ტურში აგებს

ამ წუთის მდგომარეობით ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მონაცემები შემოდის სხვადასხვა წყაროდან და მუშავდება. რაც დანამდვილებით ვიცი ამ წუთის მდგოამრეობით, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი გელაპარაკებით, თბილისში დანამდვილებით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეჭვი არ მეპარება და, კი ბატონო, 3-4 საათში მონაცემებიც [იქნება] [...] თბილისს ისინი პირველ ტურში აგებენ, ოპოზიციურ პარტიებთან ჯამურად, საკრებულოს აგებენ. თბილისი იქნება ოპოზიციური, ამ წუთის მდგომარეობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებში ასე არაა, ყველა ქალაქიდან პარალელურად ინფორმაციები შემოგვდის. მაგრამ თბილისი, რაც ვიცი, არის უკვე გამარჯვებული ხალხის მიერ, ეს სხვაობა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. როგორც რეფერენდუმში თბილისი დამაჯერებლად იმარჯვებს, ასევე, თბილისის მერის არჩევნებშიც, არ მინდა საკუთარ თავზე საუბარი, ბატონი კალაძე მარცხდება. დასჭირდება მეორე ტური თუ არა, ამ ყველაფერში დავრწმუნდებით.

ამბობს ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები