მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კუჭავა: სიმართლე გითხრათ, სააკაშვილის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა

როდესაც ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, როცა იტყვის, მეეჭვება, რომ დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია... ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი. ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, რომ არ მჯერა, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე. მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი ირწმუნებოდა, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

კომენტარები