მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ზურაბიშვილი: პასუხი შეწყალებაზე არის ერთი, მარტივი და საბოლოო, არა და არასოდეს

პირველ რიგში მინდა მადლობა მოვახსენო სამართალდამც ორგანოებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინ, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო. არა, და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძეს თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოეწყო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.

კომენტარები