კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე მასწავლებლების აცრაზე: რაღაც იძულებითი ზომები ვაქცინაზეც აუცილებელია

ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს [პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაცია] და ჩვენთან იძახე შენ, რომ არ შეიძლება რამე იძულებითი იყოს. ყველა ქვეყანამ გააკეთა, რაღაც მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. კი, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითი არის ყველგან. მაგალითად, სისხლის დონორს ხომ აიძულებენ, რომ სისხლი შემოწმდეს შიდსზე, ჰეპატიტზე და ა.შ. ასეც, რაღაც იძულებითი ზომები ვაქცინაზეც აუცილებელია.

ამბობს რუსთავი 2-თან ინტერვიუში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მასწავლებლების ვაქცინაციაზე საუბრისას.

კომენტარები