ნიკა გვარამია

გვარამია სუს-ზე: ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი

კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა.

არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად.

იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არისთქო, მაგრამ იმედი გადამეწურა.

ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამხაფვრელი სკანდალით.

წერს მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია Facebook-ზე. 

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის ბაჩა მგელაძის თქმით, შესაძლოა არსებობდეს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე. მისივე თქმით, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც.

კომენტარები