კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს

სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი, დაცული უნდა იქნეს. განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე - კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის 50% და ახლა გვაქვს 43%. ანუ ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.

ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-5 ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს.

NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები