ეკონომიკა

თურნავა: საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, ინვესტორს $100 მლნ-ის ჩადების ხალისს უჩენს

მინდა მივულოცო აჭარას, აჭარის ხელმძღვანელობას, ბათუმს და ინვესტორს ასეთი საინტერესო, მასშტაბური, ამბიციური იდეა, როგორიცაა ამბასადორი ბათუმი აილენდის მეშვეობით აქ შავი ზღვისპირეთში 90 ჰა-ზე ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შექმნა იგეგმება, სადაც მომავალში ახალი ქალაქი გაშენდება, ახალი დიდი უბანი, დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, სავაჭრო, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც არაერთ ტურისტს და სტუმარს მოიზიდავს ჩვენს სტუმართმოყვარე ბათუმში. ეს გრანდიოზული პროექტია - სულ მცირე 100 მლნ დოლარი, ანუ 300 მლნ ლარის ინვესტიცია რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება. ასევე მინიმუმ 2 000 ადამიანის დასაქმება, რაც ,ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არამხოლოდ ტურიზმის ახალი განვითარების პლატფორმა და ტალღაა, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ეს უდიდესი ინვესტიცია საკმაოდ საინტერესოა თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი, მოითხოვს, რა თქმა უნდა, დეტალურ კვლევას, რაზეც ინვესტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა აუცილებელ კვლევას განახორციელებს, რომელიც ამ პროექტის მიმზიდველობას და განხორციელებადობას დაადასტურებს. ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, რადგან დღეს საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას და უჩენს ხალისს სწორედ ასეთ - საუკუნის, ამბიციურ - პროექტებს მოჰკიდონ ხელი და 100 მლნ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღონ აქ - საქართველოში, აჭარაში, ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ასეთი სამომავლო საქართველო გვინდა ჩვენ.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამბასადორი ბათუმი აილენდის პროექტის წარდგენისას

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში დუბაის პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძულის მშენებლობა იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარი იქნება. 

კომენტარები