არჩევნები 2021

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის შეგროვება ძლივს შეუძლიათ

დავუშვათ ჩამოვიდა საღამოს, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც ციხეში შევა. ამის გარანტიას კანონის და სახელმწიფოს სახელით ვიძლევით. მეორე, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, ის იმსახურებს ციხეს, ვინაიდან მან გამოუსწორებელი შეცდომები ჩაიდინა და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენა. ამას გარდა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის სრული სისულელე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის შეგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული 100 000-ობით ადამიანი. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები