სოხუმის დაცემა

ხოშტარია სოხუმის დაცემის დღეზე: სადღეგრძელოების გარდა, ვიფიქროთ, რა არის გამოსასწორებელი

დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ და ძალიან მალე უბედურებაში აღმოვჩნდით, რომელმაც დღემდე დიდი კვალი დატოვა.

- რუსეთის ოკუპაციის თემა მოვახერხეთ და საკამათო ხდება ხოლმე. "კი არის ოკუპანტი, მაგრამ..."

- 26 წლის მერე სოხუმის დაცემიდან გავრილოვი დაგვისკუპეს პარლამენტში

- დაახლოებით 40 ათასი იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახი ჯერ კიდევ სახლის გარეშეა

- ბევრი დევნილი კატასტროფულ პირობებში ცხოვრობს, საერთო ტუალეტებით და აბაზანებით, ნახვრეტებიანი ჭერით, სოკოებიანი კედლებით...

- ვეტერანებს 22 ლარი აქვთ

- აფხაზეთის მთავრობა კარიკატურად იქცა

ვისი ბრალიაზე არ მინდა ლაპარაკი, დაფიქრება და შეცვლაა საჭირო. მთავრობის შეცვლა მხოლოდ ნაწილია. უნდა დავფიქრდეთ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და ასეთ ტრაგიკულ დღეებში სადღეგრძელოების გარდა რა არის გამოსასწორებელი იმაზე ვიფიქროთ.

წერს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციისა და სამინისტროების შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.

კომენტარები