სოხუმის დაცემა

შსს: გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი დავაკავეთ

გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს 173-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-მ დაუდასტურა.

დევნილებს აქციის ჩატარება პრემიერმინისტრის მისვლის დროისთვის სურდათ, პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა. 

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციისა და სამინისტროების შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. მათ მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტის ისევ მოუგვარებლად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.

კომენტარები