ირაკლი ღარიბაშვილი

ჯაფარიძე: ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან რა ზღაპრებიც არ უნდა მოყვეს, დამაჯერებლობა ნულია

ამ ხელისუფლების განცხადებების აღარავის აღარ სჯერა. იმდენჯერ და იმდენ თემაში ვირეშმაკულად გადააგდეს ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ გაეროს ტრიბუნიდან ახლა რა ზღაპრებიც არ უნდა მოყვეს ღარიბაშვილმა, ამის დამაჯერებლობა არის ნული.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მთავართან გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას. ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართული ოცნების მუშაობით, "ძლიერი დემოკრატიის შექმნით" ამაყობს, "საქართველო თვითნაბადი ალმასია, წახნაგების გამოკვეთა სჭირდება" და "ქართული ოცნებები ხდება". 

კომენტარები