ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: 200 000 დოზა ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, მათი ათვისების გარანტია გვაქვს

გაფუჭებული არ არის არცერთი ვაქცინა. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის, დაახლოებით, 200 000 დოზა ვაქცინა, რომელთა ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინას კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდა აცრის ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად არ მოხსნილი.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები