2021 წელს გარდაცვლილები

ნოტინგ ჰილის რეჟისორი როჯერ მიშელი გარდაიცვალა

Variety

65 წლის ასაკში ბრიტანელი თეატრისა და კინოს რეჟისორი როჯერ მიშელი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მიშელის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია რომანტიკული კომედია ნოტინგ ჰილი, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი ასრულებენ. გადაღებული აქვს ფილმები Venus, The Mother, Blackbird, Nothing Like A Dame, My Cousin Rachel. 70-იანი წლებიდან მუშაობდა ლონდონის სხვადასხვა თეატრებში, თავდაპირველად იყო სემუელ ბეკეტის ასისტენტი, თანამშრომლომდა იმ დროს თეატრის პროდიუსერთან, დენი ბოილთან. 1982 წელს ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე მიიღო ჯილდო. 1985-1991 წლებში თეატრალური დასის, Royal Shakespeare Company-ს წევრი.

სხვადასხვა დროს მიშელს მიღებული აქვს ორი ბაფტას ჯილდო. მიღებული აქვს მონაწილეობა კანის, სან-სებასტიანის, ჩიკაგოს და ლოკარნოს კინოფესტივალებზე. არის ევროპული კინოაკადემიის ორგზის ნომინანტი.

კომენტარები