არჩევნები 2021

დეკანოიძე: ოცნება საელჩოებსაც აღარ ერიდება, ევროკავშირის ოფისის წინ ზონდერები მიყარა

დღეს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ მიყარა თავისი ზონდერები და ყველა ქართული ოცნების აქტივისტი და წარმომადგენელი იყო. უკვე აღარაფერს აღარ ერიდება, ღიად და დეკლარირებულად საელჩოებსაც აღარ ერიდებიან. თუმცა რა მორიდებაზეა საუბარი, საელჩოებს უსმენენ და იცით რომ ჩემი საუბარი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ჩაწერილია და ამაზე ჩვენ პროკურატურაშიც შევიტანეთ განცხადება. ეს არის საბოლოოდ მათი მხრიდან ყველანაირი ნაბიჯის გადადგმა, რაც გულისხმობს იმას რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნონ. ნიკას ყველა სიტყვაში ვეთანხმებით, რომ არ გამოვა ამ ქვეყნიდან ბელორუსის გაკეთება. 

TV პირველის ეთერში ამბობს ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. 

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ, ოფისთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნიკა მელიას გამოსვლას ელოდებოდნენ.

კომენტარები