სუპერმოდელი

სუპერმოდელ ბარ რაფაელის სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა

Fox News

ისრაელის სასამართლომ ბარ რაფაელის 9 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, სუპერმოდელის დედას კი 16 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რაფაელს და დედას, რომელიც მოდელის მენეჯერია ბრალად გადასახადებისგან თავის არიდება ედებოდათ. გამოძიების თანახმად წყვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი დაუმალა. სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებს აგრეთვე ფულადი ჯარიმა, 2.5 მილიონი შეკელი($730 000) დაეკისრათ.

"გარწმუნებთ რომ სასამართლო დარბაზში ვეღარასდროს მიხილავთ. ვნანობ ჩემს დანაშაულს და ძალიან მრცხვენია. მინდა გაითვალისწინოთ რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში მხოლოდ 20 წლის გახლდით". - თქვა მოდელმა სასამართლოში.

 

კომენტარები