კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: პირველადი აცრების რაოდენობამ კატასტროფულად დაიკლო, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძეს თქმით, საქართველოში პირველადი აცრების რაოდენობამ "კატასტროფულად დაიკლო". 

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის ერთხან მატების შემდეგ შესაძლებელი იყო მე-5 ტალღისთვის თავის არიდება, თუმცა, ვაქცინაცია ქვეყანაში კვლავ დაბალია. 

"კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, ან არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში - ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ ისინი, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე". - ამბობს ცერცვაძე. 

ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 1 686 412 ადამიანი აიცრა, ბოლო 24 საათის განმავლობაში - 13 962. 

კომენტარები