არჩევნები 2021

2022 წლამდე თბილისში მოიჯარეებს საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო ჩამოეწერებათ

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციისას თქვა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი 1 700 000 000 ლარამდე გაიზრდება.

კალაძის თბილისში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის თანახმად, მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს 2022 წლამდე საიჯარო ქირა და პირგასამტეხლოები ჩამოეწერებათ.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა შემდეგ შეღავათებს მოიცავს:

  • მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოს 700-მდე მოიჯარე 11 მილიონამდე საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდება.
  • 160-მდე ღია კაფის მფლობელი გათავისუფლდება 2022 წლის 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან.
  • პანდემით დაზარალებული 1000-მდე მუნიციპალიტეტის მოიჯარე და ღია კაფის მფლობელს შეეძლება უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით 2 წლით გაიხანგრძლივოს.
  • მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელება 2024 წლის პირველ იანვრამდე შეეძლებათ.
  • პანდემით დაზარალებულ მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოები ჩამოეწერებათ.
  • ტურისტული ობიექტები ეთჯერადად დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

 

კომენტარები