დმანისი

ხაზარაძე დმანისზე: ვაკხანალია, რომელიც საარჩევნოდ იქმნება ქვეყანაში, არის ძალიან სახიფათო

სამწუხაროა ეს ყველაფერი, ალბათ გვახსენებს ძალიან ცნობილ ანდაზას, რასაცა დასთეს იმას რომ მოიმკი. თვითონ ეს იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ძალადობას, არის მიუღებელი. შესაბამისად, ეს ვაკხანალია, რომელიც წინა საარჩევნოდ იქმნება ქვეყანაში, არის ძალიან სახიფათო. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უნდა მოვახერხოთ, მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება. 

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, TV პირველის ეთერში. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს - ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ. 22 სექტემბერს, შსს-მ მიხეილ დათუაშვილის შვილი, დავით დათუაშვილი დააკავა

კომენტარები