დმანისი

ბოკერია დმანისზე: პირდაპირი მაგალითია, თუ რა ხდის არადემოკრატიულს საარჩევნო კამპანიას

რაც დღეს ვიხილეთ დმანისში, საკვანძო ამბავია - დემონსტაციული ძალადობა და დაუსჯელობა ამ ძალადობისთვის, ყველა არჩევნებზე და იგივე ხალხის მიერ, ვინც ადრე იყო. როცა კითხულობენ, რა ხდის არადემოკრატიულს საარჩევნო კამპანიას საქართველოში, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ეს არის ამის პირდაპირი მაგალითი, რაც მოხდა დმანისში ოპოზიციასთან მიმართებაში. 

ამ ყველაფრის გამო, ჩვენ გვაქვს შანსი და მორალური მოვალეობა, რომ 2 ოქტომბერს ისეთი შედეგი დავაყენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აიძულებს, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ყველა ჩვენს მოკავშირეს თავისუფალ სამყაროში აჩვენებს ქართველი ხალხის ნებას.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარის ეთერში. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს - ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები