დმანისი

ხოშტარია დმანისზე: საკუთარ მოქალაქეებთან ოცნების ერთადერთი ურთიერთობის ფორმა ძალადობაა

ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი და ერთადერთი ურთიერთობის ფორმა საკუთარ მოქალაქეებთან არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება. 

საქართველოს არცერთ ქალაქში, არცერთ სოფელში ჩვენი მოქალაქეები არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ გვაკარგინებენ მშვიდობას ერთადერთი რამის გამო - რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი კომფორტში იგრძნოს.

ამბობს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს - ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ. 

კომენტარები