ტრეილერი

ტომ ჰენქსი, რობოტი და ძაღლი სამყაროს წინააღმდეგ – FINCH-ის ტრეილერი გამოვიდა

სტუდია Apple-მა ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის, Finch-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი ფილმი Game of Thrones-ის ერთ-ერთმა რეჟისორმა, ემის მფლობელმა მიგელ საპოჩნიკმა გადაიღო. პროდიუსერი ფორესტ გამპის ავტორი რობერტ ზემეკისია. მთავარ როლს კი ტომ ჰენქსი ასრულებს.

სურათის მოქმედება პოსტაპოკალიპტიკურ მომავალში ვითარდება. მთავარი გმირი ინჟინერი ფინჩია, რომელიც საკუთარი სიკვდილის შემდეგ ძაღლის საპატრონოდ რობოტს ქმნის. 

ფინჩის პრემიერა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს სტრიმიგ სერვის Apple+-ზე შედგება.

კომენტარები