ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინირებულ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნებათ, აცრილი უნდა იყოს ვიზიტორიც

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ყველა ციხეში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება. თუმცა, ხანგრძლივ პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. ასევე, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები. 

პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო. ამ ეტაპზე მათი 80% სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი, 65% კი ორჯერადად. რაც შეეხება პერსონალს, სპეციალური პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 92% სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო 77% - სრულად.

კომენტარები