კრიმინალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს, 2000 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-ს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბერს ნაქირავები მანქანით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, მათივე ცნობით, გარდაცვლილს 10-ზე მეტი ტყვია ა.ჭ.-მ ესროლა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები