ფარული მოსმენა

მამა იოანე მოსმენაზე: თუ დადასტურდა, გამოდის, ეკლესია არის ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე?

თუ ეს დადასტურდა, არის საშინელება, იმიტომ რომ სუს-ი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ გამოდის რომ ეკლესია, რომელიც 2000 წელი ქვეყანა ატარა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე? ჩვენ ყველა ერთად? - არ ვიცი, ვერ ჯდება ეს ერთმანეთში, რომ მე შეიძლება ვიყო ჩემი ქვეყნისთვის საფრთხე და მისმენდეს ვიღაც... ხომ არის ის შემთხვევები, რომ შეიძლება ვიღაც აცდუნონ და გაუგზავნონ კიდეც, ანუ ყველაფერი ერთად არის და მარტო ერთი მხრიდან ხომ არ უნდა გავაშუქოთ ეს საკითხი.  

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარები