გრიპის ვაქცინა

გამყრელიძე: წელს სახელმწიფო 200 000 დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს

ძალიან მნიშვნელოვანია გრიპზე აცრა. ჩვენთან ეს კულტურა ბოლო 7-8 წელია, ინერგება. ყოველწლიურად აცრილთა რაოდენობა იზრდება. აცრა საყოველთაო არ არის, არ შედის კალენდარში, ნებაყოფლობითია. წელს სახელმწიფო 200 000 დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს, ამაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია. პირველი 50 000 დოზა დღეს უნდა შემოსულიყო, 150 000 დოზა კი, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. აქედან გამომდინარე, უკვე იყო შიდა განხილვა, უნდა განვიხილოთ იმუნიზაციის საბჭოზეც, პირველ რისკჯგუფებს ვის დავიწყებთ. ძირითადად, იცრებიან რისკჯგუფები, ძირითადად არიან სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ალბათ გრიპის ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს, როგორც ყოველწლიურად ხდება ხოლმე, მაგრამ ეს საერთო მარაგების დაახლოებით 25%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები