ცენტრ პოინტის საქმე

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

Interpressnews

მაია რჩეულიშვილმა, რომელიც ცენტრ პოინტის საქმის ე.წ მიონის ეპიზოდზე იყო დაკავებული, საპატიმრო დატოვა. 

როგორც ტაბულას რჩეულიშვილის ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა უთხრა, რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

ბრალდება რჩეულიშვილს 2017 წლის თებერვალში წარუდგინეს, გამოძიება მას, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას ედავებოდა. 

ე.წ მიონის ეპიზოდის გარდა, რჩეულიშვილს ოთხი წელის ჰქონდა მისჯილი რუსუდან კერვალიშვილთან ერთად. მათ ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. 

2021 წლის 30 მარტს საპატიმრო დატოვა ცენტრ პოინტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმაც, მან 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. 

კომპანია ცენტრ პოინტის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. გამოძიება მათ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

კომენტარები