თავდასხმა ჟურნალისტზე

ექიმი TV მთავარის ოპერატორზე: აქვს მრავლობითი დაზიანებები, ეჭვია ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე

მთავარი

ტელეკომპანია მთავარის ოპერატორი, რომელიც ქარელში, ქართული ოცნების შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, თბილისში, ნიუ-ჰოსპიტალის კლინიკაში იმყოფება.

როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, ეჭვია ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე. პაციენტს ამ დროისთვის, დამატებითი კვლევები უტარდება. 

"26 წლის მამაკაცია შემოყვანილია, სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორეაციები, ტკივილი, მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე არის საეჭვო რენდგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გადაყვანილია დამატებით რენდგენოლოგიურ კვლევებზე. ასევე ჩატარდება გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა". - თქვა ექიმმა. 

გუშინ, 15 სექტემბერს,  მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მისი არხის ოპერატორი გადაღებისას ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ეს ინფორმაცია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე დაადასტურა, რომ მთავარი არხის ჟურნალისტებსა და შტაბის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მთავარი არხის ოპერატორი, მისივე თქმით, შემთხვევით გადმოვარდა.

კომენტარები