დიდი ბრიტანეთი

BBC: დომინიკ რააბმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დომინიკ რააბი ლიზ თრასმა შეცვალა. რააბი კი იუსტიციის მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რააბს ხშირად აკრიტიკებდნენ ავღანეთიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დაგვიანებული ევაკუაციის გამო. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში ისვენებდა, როდესაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა.

გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, გევინ უილიამსონმა. 2019 წელს ის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.

კომენტარები