განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები და გორი აქ მოწინავეა, რადგან ყველაზე გრძელი, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დიდი ქუჩა შევარჩიეთ, თვითონ გორელებმა შეარჩიეს, მუნიციპალიტეტმა შეარჩია. აქ არის ჩვენი პატივცემული კოტე, რომელიც პრეზენტაციას აკეთებდა და მთლიანად სტალინის ქუჩა, როგორც ისტორიული შენობა-ნაგებობები, ასევე თანამედროვე გახდება ევროპული. იმ სტანდარტის და იმ შინაარსის მქონე, რასაც ევროპა ჰქვია. პატარა იუმორიც უნდა ჩავაქსოვო. პრეზენტაცია რომ ვნახე, რატომღაც ეფექტი გამიჩნდა პარიზის შანს-ელიზესი, მასშტაბი არის ისეთი, ძალიან დიდი ქუჩა არის და ძალიან ლამაზი გამწვანებაა. როდესაც გამოვედით პრეზენტაციიდან, რესტორანი ყოფილა, დაუსწრია ვიღაცას და შანს-ელიზე ჰქვია, ასე არ არის? იუმორი იუმორად, მაგრამ მეგობრებო, ეს შემთხვევითი არ არის, ერთ-ერთი მოწინავე ქუჩაა რაზეც ვლაპარაკობ, ესაა გული საფრანგეთის და პარიზის, დიახ, ასეთი ამბიცია გვაქვს.
არჩევნები 2021
ქარსელაძე: გორში, სტალინის ქუჩის პრეზენტაცია რომ ვნახე, პარიზის შანზ-ელიზეს ეფექტი გამიჩნდა
tbl.ge/5osx
დაკოპირდა
თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გორში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ