ჯეფ ბრიჯესი

ჯეფ ბრიჯესი სიმსივნესთან ბრძოლაში იმარჯვებს

NBC

გასული წლის ოქტომბერში ჯეფ ბრიჯესს სიმსივნე დაუდასტურდა. მსახიობმა დიაგნოზის დასმისთანავე აქტიურად დაიწყო მკურნალობა და პერიოდულად თაყვანისმცემლებს დაავადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას უზიარებდა.

უკანასკნელი პოსტით დიდი ლებოვსკის ვარსკვლავმა საზოგადოებას ამცნო რომ სიმსივნის რემისია დაიწყო. მსახიობის თქმით სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა. 

ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბრიჯესის თქმით სიმსივნეზე რთული Covid-19-ის მოხდა აღმოჩნდა.

"კოვიდთან შედარებით სიმსივნე ხუმრობად მომეჩვენა. ცუდად მქონდა საქმე, საბედნიეროდ ორჯერ ვარ ვაქცინირებული და ახლა თავს კარგად ვგრძნობ". – ამბობს მსახიობი.

კომენტარები