ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაში იმყოფება

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაში იმყოფება. კრემლის ინფორმაციით, ამის მიზეზი პრეზიდენტის გარშემო კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებია. 

მათივე ცნობით, ამის გამო პუტინის ვიზიტი ტაჯიკეთში გადაიდო. 

პუტინმა 13 სექტემბერს აღნიშნა, რომ მის გარშემო უკვე ბევრი იყო ინფიცირებული და სავარაუდოდ, მასაც მოუწევდა თვითიზოლაციაში გადასვლა. 

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რამდენი ხნით მოუწევს პუტინს კარანტინში ყოფნა. 

 

კომენტარები