არჩევნები 2021

სააკაშვილი ნიუ-იორკიდან: ცოტა ხანი კიდე გაძელით, ხალხო

მოგესალმებით ყველას გარიჟრაჟის ნიუ-იორკიდან [...] 1994 წელს ვმუშაობდი ამ ერთ-ერთ შენობაში [ნიუ-იორკის], მაშინ 5 კინკილა ქართველი ვიყავით ამერიკაში. ძალიან მაგარ იურიდიულ ფირმაში ამიყვანეს. უზარმაზარი ხელფასი მქონდა, ბევრ ქართველს დღესაც არ დაესიზმრება, ეს იყო 26 წლის წინ. მაგრამ დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი მშიერ, ჩაბნელებულ და ძალიან საშიშ საქართველოში.

ცოტა ხანი კიდევ გაძელით, თუ ასე გაგრძელდა სოფლებში მარტო მოხუცები დაგვრჩება. თუ ასე გაგრძელდა კი არა, გავსევებულია პოლონეთის, გერმანიის აეროპორტები. გული მევსება საშინელი დარდით, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები, ეს ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს? ცოტა ხანი კიდე გაძელით ხალხო. აქ ლაპარია სულ ცოტა ხანზე. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას ჭაობში ცხოვრების აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა ნიუ-იორკიდან საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

კომენტარები