კრიმინალი

ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

შსს

ყვარელში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალი გუშინ, 11 სექტემბერს წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვა.

თავდამსხმელს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარედგინა, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.    

ყვარელში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი 9 სექტემბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად მძევლები გათავისუფლდნენ, შსს-მ კი თავდამხმელი დააკავა.  

კომენტარები