არჩევნები 2021

მელია: ოცნება ყველაფერს კადრულობს, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ყველა კვლევით მარცხდებიან

საარჩევნო სუბიექტი, ამ შემთხვევაში ივანიშვილის წარმომადგენლები, ქართული ოცნების სახით, საკუთარ კამპანიაზე, პროგრამაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ ოპოზიციაზე, ყველაფერს კადრულობენ და ამას არ უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, იმიტომ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელს შეუძლია თქვას, რომ სასამართლო სისტემა უნდა დაიქვემდებაროს ევროკავშირმა და აკონტროლოს, ამიტომ, ევროკავშირთან არ გვინდა მჭიდრო ურთიერთობა. ამას რომ გუნდი იტყვის, ამის შემდეგ, მათ მიერ გაკეთებულ კომენტარზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ქართული ოცნება მარცხდება, რეჟიმი მარცხდება, ყველა კვლევა ამას ადასტურებს. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი თბილისში, ნიკა მელია ამბობს. 

კომენტარები