ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაზა გაბუნია, მექსიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, უწყება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

გაბუნიამ ელჩად დანიშვნის შესახებ Facebook-ზეც დაწერა.

ზაზა გაბუნია ქართული ოცნების დეპუტატი იყო 2016-2020 წლებში, მე-9 მოწვევის პარლამენტში. 2014-2016 წლებში ის იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე.

კომენტარები