ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბოლო წლებში ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს, ახლა – ევროპაში უპრეცედენტო ზრდა

ბოლო წლებში, მართლაც უპრეცედენტოა თუნდაც ტურისტების ნაკადის ზრდა, ეკონომიკური აღმავლობა; ახლა მაგალითად გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უპრეცედენტო არის მთელს რეგიონში და ევროპაშიც, მათ შორის.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა, ხალხს სჭირდება უფრო მეტი თანადგომა და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში დავუდგეთ და ყველა ის პროგრამა და ყველა ის რეფორმა და პროექტი, რომელიც განხორციელდა და განვახორციელებთ, იყოს ხალხზე, მათ ინტერესებზე მორგებული.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა, იანვარ-ივლისში – 12.2%-ით. თუმცა, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, ხოლო ამავე წლის პირველ შვიდ თვეში, ჯამურად – 5.8%-ით

კომენტარები