არჩევნები 2021

ჯაფარიძე: ოცნება ახალი მეთოდებით რეგიონებში ხალხს აშინებს, ისინი პარტიულ სიებს ტოვებენ

ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე ხელისფლების მხრიდან რეგიონებში პარტიის წევრებზე ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიზანია, წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალოს. 

"არის ახალი, ინოვაციური მეთოდები ქართული ოცნების მიერ შემოღებული, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონებში ადამიანების დაშინებას და მათ ამოშლას პარტიული სიებიდან, რათა ამით შეუქმნას საფრთხე წინასაარჩევნო კამპანიას.

ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები ახალქალაქში, ვანში, დედოფლისწყაროში, ასპინძაში, ახალციხეში. ახალციხეში ოთხი წევრი დაშინებით გზით იქნა გამოყვანილი პარტიული სიებიდან. ესაა აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული უმსგავსო მეთოდები და ეს ვერ შეცვლის იმ ვერდიქტს, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა ქართულ ოცნებას".- ამბობს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ 2 ოქტომბრის ს არჩევნებში ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოშორდება. 

რას ამბობენ ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო მუქარებსა და შანტაჟზე, ვრცლად წაიკითხეთ - აქ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები