არჩევნები 2021

ბარამიძე: ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ოცნებამ ენმ საერთოდ მოხსნა არჩევნებიდან

ტაბულა

"მოხდა უპრეცედენტო რამ - ქართულმა ოცნებამ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ქვეყნის მთავარი პროდასავლური პარტია - ნაციონალური მოძრაობა, საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან". - ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"სუსისა და პოლიციის დაშინების გზით, ჩვენი მხარდამჭერი რომც მოსულიყო, რომელსაც აქვს სურვილი შემოხაზოს ხუთიანი, მას უბრალოდ არ ექნებოდა ამის საშუალება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აი ამ ძალადობისა და მანიპულაციის გამო, ჩვენი სია საერთოდ იქნებოდა მოხსნილი". - ამბობს ბარამიძე, 

მისივე თქმით, მათ უკვე მიმართეს ეუთო-ოდირს და მათი წარმომადგენლები ჩავლენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. 

"მოვახდინეთ რეაგირება - დავუკავშირდით ეუთო-ოდირის ოფისს, რომელიც სწრაფადვე გამოგვეხმაურა და დღეს ისინი ახალქალაქისა და ნინოწმინდაში ჩამოვლენ. ჩვენ დავუკავშირდით მეგობარ სახელმწიფოებს, ჩვენ ასევე ვაცნობეთ ევროპარლამენტარებს, საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენებსა და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. მათთვის სულერთი არ არის ფორმალურად ადგილობრივი არჩევნები, რომელიც რეალურად არის რეფერენდუმი იმის თაობაზე, საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია თუ შეძლებს დაუბრუნდეს ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის გზას". - ამბობს ბარამიძე. 

რას ამბობენ ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო მუქარებსა და შანტაჟზე, ვრცლად წაიკითხეთ - აქ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები