2021 წელს გარდაცვლილები

ფრანგი ფეხბურთელი 39-წლიანი კომაში ყოფნის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა

Sky Sport

ფრანგი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი კომაში გატარებული 39 წლის შემდეგ, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1982 წელს ადამსი ლიონის საავადმყოფოში მუხლის გეგმიურ ოპერაციას იკეთებდა. ანესთეზიოლოგმა შეცდომა დაუშვა და ფეხბურთელი კომაში ჩავარდა. საავადმყოფოს განმარტებით იმ პერიოდში ლიონში ექიმების გაფიცვა იყო, პერსონალს რვაჯერ უფრო გადატვირთული გრაფიკით უწევდა მუშაობა და შეცდომა გარდაუვალი იყო. სხვადასხვა დროს ექიმების მიერ შემოთავაზებულ ევთანაზიაზე უარი სპორტსმენის ცოლმა თქვა, რომელიც ფეხბურთელს ბოლომდე უვლიდა. თითქმის ათი წლით დაგვიანებულმა სასამართლომ ანესთეზიოლოგს ლიცენზია ერთი თვით შეუწყვიტა და $815-იანი ჯარიმა დაუწესა.

ცენტრალური მცველის საფეხბურთო კარიერა კლუბ ენტენტეში 1967 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში თამაშობდა კლუბებში: პსჟ, ნიმი, ნიცა, მულჰაუსი, შალონი. 1972-1976 წლებში იცავდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

კომენტარები