ტრეილერი

სექსი დაანგრევს თქვენს ცხოვრებას – SEX EDUCATION-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა

თინეიჯერული სერიალის Sex Education-ის ახალი, მესამე სეზონი პირველი ტრეილერი გამოვიდა.

კომედიური სერიალის მესამე სეზონის სიუჟეტის მიხედვით სკოლის ადმინისტრაცია იცვლება. ახალი დირექტორი, რომელიც ძალიან მკაცრად უყურებს სექსუალური განათლების საკითხს მომავალი სერიების მთავარი ბოროტმოქმედი იქნება.

Sex Education-ის პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა და მაყურებელთა სიმპათიები მალევე მოიპოვა. სერიალის მთავარი გმირი ცნობილი სექსოლოგი-ფსიქოთერაპევთის შვილია, რომელიც დედისგან ნასწავლს ძვირფას ინფორმაციას, თანასკოლელებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უზიარებს.

სერიალის მესამე სეზონი სტრიმინგის სერვისზე Netflix სულ მალე, 17 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები