კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ბატონი ამირანის ფრაზა არ მომისმენია, დავინტერესდები, რა იგულისხმა მან

მე პირადად არ მომისმენია ეს ფრაზა, აქედან გამომდინარე, მოვერიდები გარკვეული დასკვნების გაკეთებას, მე მას დღეს შევხვდები საბჭოს ფორმატში და ვინაიდან ეს ამხელა აჟიოტაჟის გამომწვევი ფრაზა გახდა, რა თქმა უნდა, დავინტერესდები, რა იგულისხმა მან.

თუმცა, არ ვიცი, რა თქვა მან, რა იგულისხმა, რა იყო გამოტანილი გარეთ, რა აღიქვა საზოგადოებამ, რა აღიქვა მედიამ, აქედან გამომდინარე, ჯერ მე მასთან მჭირდება კონსულტაცია, იმისთვის, რომ გავიგო, რა იგულისხმა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე TV იმედის ეთერში. NCDC-ის დირექტორმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში თქვა, რომ შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნა. მანვე აღნიშნა, რომ "საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში... გეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა".

კომენტარები