"ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ". - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს.
"წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე.
სუსის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პარქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ". - წერს დეკანოიძე.
რას ამბობენ ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო მუქარებსა და შანტაჟზე, ვრცლად წაიკითხეთ - აქ.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.