კორონავირუსი საქართველოში

თბილისში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

თბილისში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ასაკოვანი ქალი კლინიკიდან დღეს, 6 სექტემბერს, გამოწერეს.

"შემოგევლეთ ყველას, კარგად ვგრძნობ თავს". – უთხრა საავადმყოფოდან გამოწერილმა ქალმა ჟურნალისტებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა, ხოლო 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 61 პაციენტი.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 38 391 აქტიური შემთხვევა. 1 572 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7 867 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 565 957-ია. გამოჯანმრთელდა 519 673 პაციენტი. 

კომენტარები